logo
ENG



გირჩი მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 1 000 ლარით დააჯარიმეს

24 იან 202220:59
3 წუთის საკითხავი
 
გირჩი მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 1 000 ლარით დააჯარიმეს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ქონებრივი დეკლარაციის არშევსების გამო 1 000 ლარით დააჯარიმეს. 

"ჯერ შენ ვინ გეკითხება, პარლამენტში უნდა იყოო. მერე, ოკ, არ გინდა და ნუ გინდაო. მერე, სანამ არ გიშვებდით და ფორმალურად აქ იყავი, იქნებ ფული გააკეთე, დეკლარაცია გვანახეო. ახლა, რადგან არ გვანახე, 1 000 ლარი გადაიხადე და ისე გვანახე, თორემ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო. ამ სისხლის სამართლის საქმის ბოლო მანდატის გაუქმებაა, რომელიც ისედაც აღარ მაქვს", - წერს ჯაფარიძე Facebook-ზე

ზურა ჯაფარიძეს მანდატი გასული წლის 16 ნოემბერს შეუწყვიტეს. მის ნაცვლად, დეპუტატის მანდატი ჰერმან საბომ მიიღო. მანამდე ჯაფარიძემ მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს კიდევ ორჯერ მიმართა. პირველად 2020 წელს, მეორედ კი 2021 წელს, მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შესახებ განაცხადა. 


close დახურვა